Friday, 31 May 2019

2019  წლის  30 მაისს       ..მკითხველთა კლუბის" ბოლო  სხდომა  გაიმართა. კურატორმა  მასწავლებელმა  შეაჯამა  კლუბის  მუშაობა, ისაუბრა  დადებით  და  უარყოფით  მხარეებზე. კლუბის  წევრებს  თხოვა,  რომ ყველა  კლასის  მოსწავლეებისთვის  დაერიგებინათ ზაფხულზე  საკითხავი  მხატვრული ლიტერატურა.  კლუბის  წევრებმა  შეავსეს  თვითშეფასების  ბარათები.

Wednesday, 17 April 2019

8-15  აპრილს დედაენის  დღისადმი მიძღვნილ  კვირეულზე ,,მკითხველთა  კლუბის" წევრებმა  განახორციელეს  პროექტი -,,ესე  ენაი შემკული და  კურთხეული".  კვირეულის  თითოეული  დღე  საინტერესოდ  იყო  დატვირთული.
8 აპრილს კვირეული  გაიხსნა  პოსტერების კონკურსით, რომელშიც  მონაწილეობას  იღებდა ყველა  საფეხურის  მოსწავლეები.  საუკეთესო  აღმოჩნდა მე-11 კლასელების  პოსტერი;






10  აპრილს  ჩატარდა კალიგრაფიისა და  მინიატურული  წიგნის   კონკურისი. საუკეთესო  იყო ნატა  კვერნაძისა და სალომე  ფუთურიძის  ნაშრომები;

11 აპრილს  ჩატარდა მხატვრული  კითხვის, ვიდეოპოეზიისა  და  ანიმაციის კონკურსი. საუკეთესო  ანიმაცია წარმოადგინა  მე-9 კლასელმა  თორნიკე  ნუცუბიძემ,  ხოლო  საუკეთესო  ვიდეოპოეზია - მე-8 კლასელმა  ნინი  ფხაკაძემ.  მხატვრულ  კითხვაში  გაიმარჯვეს მე-9კლასელმა  ილია  ინანეიშვილმა  და მე-7კლასელმა  ლილე  კვერნაძემ.



12 აპრილს ჩატარდა ლიტერატურულ-მუსიკალური  კომპოზიცია.




15 აპრილს  გაიმართა  ლიტერატურული თამაშის- რა? სად? როდის? ფინალური  ტური. თამაშში  გაიმარჯვა მე- 9  კლასის გუნდმა  ,,იდიომა"





Friday, 29 March 2019

დღეს ჩატარდა ,,მკითხველთა კლუბის" მორიგი სხდომა. კლუბის  სამუშაო  გეგმის  მიხედვით  ეს  შეხვედრა  უნდა  გამართულიყო  მწერალ  ოტია  იოსელიანის  სახლ-მუზეუმში., მაგრამ ობიექტური  მიზეზების  გამო  ვერ  მოვაწყვეთ  ექსკურსია. სამაგიეროდ კლუბის  წევრებმა  წაიკითხეს  ოტიას  რამდენიმე  მოთხრობა. კლუბის  წევრებმა  მოახერხეს ოტია იოსელიანის იგავ-არაკის  მიხედვით  ანიმაცია  შეექმნათ.

Thursday, 28 February 2019

დღეს ჩატარდა სსიპ წყალტუბოს  მუნიციპ. სოფელ  ოფშკვითის  საჯარო  სკოლის ,,მკითხველთა  კლუბის" მორიგი  შეხვედრა  თემაზე:,,ჰაიკუ  ანუ  შეჩერებული  წამი". თათია  გაბუნიამ  წარმოადგინა  პრეზენტაცია. მოსწავლეებმა  სპეციალურად  შექმნილ  ბანერზე განათავსეს ჰაიკუების  მიხედვით  შექმნილი  ჩანახატები. წარმოგიდგენთ  ზოგიერთ  მათგანს:

თათია გაბუნია.მე-9კლასი
სალომე მარგველაშვილი . მე-კლასი
თათია გაბუნია. მე-9კლასი
ანანო კეკელიძე. მე-9კლასი
მე-8  და  მე-9  კლასელ  მოსწავლეებს  შორის ჩატარდა  შეჯიბრი. მოსწავლეებს  დაურიგდათ  ერეკლე  დეისაძის  ჰაიკუები,  რომელთა  მიხედვითაც  მათ  განსაზღვრულ დროში(10  წუთი)  შექმნეს  ნახატები. მათი  ნაშრომები  შეაფასა  მე-10  და  მე-11 კლასის  მოსწავლეთაგან  შემდგარმა  ჟიურიმ. წარმოგიდგენთ  რამდენიმე  მათგანს:
რუსა  კეკელიძე. მე-9კასი
ნიკოლოზ ღვინიანიძე. მე-8 კლასი

ანი  ციბაძე.მე-8კლასი


ანანო  კეკელიძე. მე-9კლასი
თინა  ხარაბაძე.მე-9კლასი

      ბოლოს  მოწინააღმდეგე გუნდების  წევრებმა  ერთმანეთს  დაუსახელეს  სამ-სამი  სიტყვა, რომელზედაც განსაზღვრულ  დროში(5წუთი) უნდა  დაეწერათ  ჰაიკუ. ბავშვებმა  ამ  დავალებასაც  წარმატებით  გაართვეს  თავი. გთავაზობთ ზოგიერთ  მათგანს:

დავალება:    ღამე-ნისლი-მთვარე
***
ერთ  დღესაც
ნისლიან ღამეს
მთვარიანი ღამე  ჩაანაცვლებს...
/თინა  ხარაბაძე/

დავალება:  საღამო-ზღვა- თოლია

***
საღამო მშვიდი
წყნარი  ზღვა  და 
თოლიების  რიგი
/ანი ციბაძე/

დავალება:  მინდორი-ხე-ბუდე

***
მინდორში  ხე დგას  მარტოსული
მასთან ბუდეში  სტუმრად  მიდის  ნაზი  ჯაფარა
/ანანო  კეკელიძე/
დავალება:  ზამთარი- სუსხი-ბეღურა

***
ზამთარში 
სუსხიან  ამინდში
ბეღურას სჯერა  გაზაფხულის
/ნიკოლოზ  ღვინიანიძე/




















Friday, 1 February 2019

დღეს სასოფლო ბიბლიოთეკასთან  ერთად ,,მკითხველთა  კლუბი"  შეუერთდა წიგნის საჯაროდ  კითხვის მსოფლიო  დღეს  და  კლუბის  წევრებმა  წაიკითხეს  ნუგზარ  შატაიძის  მოთხრობები.




Monday, 28 January 2019

28 იანვარს  ჩატარდა ,,მკითხველთა  კლუბის" მორიგი  შეხვედრა.

Friday, 28 December 2018

28 დეკემბერს ჩატარდა ,,მკითხველთა  კლუბის"  მიერ  ორგანიზებული  კონკურსი- ,,ვიდეოპოეზია". სხვადასხვა  კლასის  მოსწავლეებმა  წარმოადგინეს საინტერესო  ნამუშევრები. ურთიერთშეფასებისას  ისინი  იყვნენ ობიექტურები  და კრიტიკულები. საუკეთესოდ  დასახელდა მე-9 კლასელი  მოსწავლის, თორნიკე  ნუცუბიძის ნამუშევარი.

Wednesday, 12 December 2018

12 დეკემბერს ,,მკითხველთა  კლუბის"   წევრებმა  მორთეს ლიტერატურილი  ნაძვის  ხე. გადადით ბმულზე  ლიტერატურული ნაძვის  ხე.

Saturday, 3 November 2018

1 ნოემბერს ,,მკითხველთა  კლუბში"  გაიმართა კონკურს   ,,იდებატე"-ს მონაწილეთა  პირველი  შეხვედრა. ,,იდებატე"-ს ინიციატორმა, კლუბის  ლიდერმა  მარიამ  ჭოხონელიძემ(მე-11კლ) კლუბის  წევრებს გააცნო დებატების  წესები. გაიმართა  პირველი  დებატები. ლიდერმა  წარმოადგინა  რამდენიმე რეზოლუცია. კლუბის წევრები შეთანხმდნენ  ედებატათ მარიხუანას ლეგალიზაციაზე.




Friday, 12 October 2018

             2018 წლის 28  სექტემბერს მუშაობა  განაახლა  კლუბმა. კლუბის  კურატორმა  მასწავლებელმა(ფიქრია  ჯანგავაძე) წევრებს  გააცნო  სამოქმედო  გეგმა. კლუბის  წევრებმა ლიდერად   აირჩიეს მე-11კლასელი   მარიამ  ჭოხონელიძე.
              დღეს ჩატარდა კლუბის წევრების  მორიგი შეხვედრა.  გაიმართა  ,,მკითხველთა კლუბის" მიერ  ორგანიზებული  კონკურსი - ,,ზაფხულში  წაკითხული წიგნის  პრეზენტაცია".  ჟიურმა  გამოავლინა საუკეთესო  პრეზენტატორები.






























Monday, 11 June 2018


11 ივნისს  შედგა  ,,მკითხველთა  კლუბის" ბოლო  შეხვედრა.  კლუბის  კურატორმა  შეაჯამა კლუბის  მუშაობა  და კლუბის  წევრებს  შესთავაზა  ზაფხულში წასაკითხი  წიგნების  ჩამონათვალი. 

Monday, 28 May 2018


28  მაისს ,,მკითხველთა  კლუბში" ჩატარდა ლიტერატურული კომპოზიცია:
                                        ,,ჩემი  სამშობლო  ზეცაა  თავად..."

კომპოზიცია მიეძღვნა ეროვნული  გმირების ზვიად  გამსახურდიასა  და მერაბ  კოსტავას პოეზიას.

Tuesday, 1 May 2018





















2018 წლის 30 აპრილს მკითხველთა  კლუბის ინიციატივით ჩატარდა ლიტერატურული თამაში  ,,მკითხველის"ფინალი.
VIII კლასის  მოსწავლე თათია  გაბუნიამ,  გახდა  სკოლის  ,,საუკეთესო  მკითხველი“ და  დაეუფლა  ,,ვასიკო  კეჟერაძის  პრიზს“. ფინალურ თამაშში  განსაკუთრებით  გამოიჩინა  თავი ყველაზე  პატარა  მოთამაშე მეხუთეკლასელმა ნინი  ქურასბედიანმა.