Wednesday, 16 August 2017

კლუბის წესდება





კლუბის  წესდება


                     2017–2018 სასწ. წელი


                      სსიპ წყალტუბოს მუნიც. სოფელ  ოფშკვითის საჯარო  სკოლის
მკითხველთა კლუბის წესდება

 1.ზოგადი დებულებები  მუხლი 1. მკითხველთა კლუბის  სტატუსი
 1.მკითხველთა კლუბი (შემდგომში  სსიპ  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  სოფელ ოფშკვითის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი)   არის სკოლის  ბაზაზე ჩამოყალიბებული   ორგანიზაცია,  საერთო ინტერესებისა  და  მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება.  მკითხველთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს  ოფშკვითის საჯარო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლე, რომელიც  უნდა გაეცნოს წესდებასა და სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღოს მის ყოველდღიურ საქმიანობაში; 
2.  კლუბი მუშაობას წარმართავს  ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით
(თავი  II მუხლი 14-15-16, თავი X მუხლი 48-ე პუნქტის თანახმად);
3.  კლუბი იქმნება   სკოლის  სახელმწიფო ქონების  საფუძველზე და მის  კონტროლს  ახორციელებს დირექცია და  სამეურვო  საბჭო   განათლების სამინისტროს
კანონმდებლობით  დადგენილი  წესით;                                                                                                        
4.  კლუბს აქვს  წესდება, ლოგო, სლოგანი  და   ბლოგი.
მუხლი 2.  მიზნები, ფუნქციები ,  საქმიანობა       
      მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება;                                                                                           
      ლიტერატურის პოპულარიზაცია;     
      მოსწავლეებში წიგნიერებისადმი ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა;
      აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება;
      ინტელექტუალური, კულტურული, ღონისძიებებისა  და   კონკურსების ორგანიზება  და  ა. შ.


 კლუბის წევრთა უფლება–მოვალეობანი:
კლუბის წევრ  მოსწავლეთა უფლებები  განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით. მათ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად უფლება აქვთ  გაასაჩივრონ სკოლის  ან მასწავლებლის არასწორი ქმედებები. სკოლა ვალდებულია მომჩივანს მისცეს საჩივრის განხილვის საშუალება.  
კლუბის წევრს ევალება: იყოს კორექტული, ორგანიზებული, პატივი სცეს სხვის ნააზრევს. შეასრულოს სამოქმედო გეგმით  გათვალისწინებული    მოთხოვნები.

კლუბის სტრუქტურა  ლიდერი მოსწავლე, კურატორი მასწავლებელი, დამხმარე მშობელთა ჯგუფი ლიდერი მოსწავლე არჩეულია მოსწავლეთა უმრავლესობით, ერთი წლის ვადით. ხელმძღვანელობს, ორგანიზებას უწევს კლუბის საქმიანობას, ეხმარება კურატორ მასწავლებელს, ანგარიშვალდებულია კლუბის წევრთა წინაშე.
 კლუბის კურატორი მასწავლებელი  არის სკოლის პედაგოგი, მისი  კურატორობა არჩევითი აქტივობაა,  ლიდერ  მოსწავლესთან   ერთად, ერთი წლის განმავლობაში,  ხელმძღვანელობს კლუბს, ერთვება მის საქმიანობაში სხვადასხვა ეტაპზე.
დამხმარე მშობელთა ჯგუფი
ერთი წლის განმავლობაში, საჭიროებისამებრ, ეხმარება ლიდერ მოსწავლესა და კურატორ მასწავლებელს, საკლუბო მუშაობის წარმართვაში.
  დამხმარე მშობელთა ჯგუფის წარმომადგენელთა  შვილები კლუბის აქტიური წევრები
არიან. 
 ლიდერი მოსწავლის ფუნქციები:
       ა) აკონტროლებს კლუბის საქმიანობას;
  ბ) კურატორ მასწავლებელთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრებს, კლუბის   წევრებთან;
     გ) ორგანიზებას უწევს  საკლუბო მუშაობის საქმიანობის ამსახველი ფოტო–ვიდეო და ბეჭდური  მასალების ბლოგზე განთავსებას, კურატორ მასწავლებელთან ერთად;
   დ) სათანადო ინფორმაციებს აწვდის კლუბის წევრებს. კლუბის კურატორი მასწავლებლის ფუნქციები:  წლის განმავლობაში წარმართავს საკლუბო მუშაობას:  საკლუბო მუშაობის დაწყებამდე: სკოლის ვებ– გვერდზე  ან   კლუბის  ბლოგზე განათავსებს შემდეგ ინფორმაციას:
·         კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
·         კლუბის წესდება;
·         კლუბის სამუშაო გეგმა;
·         განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის.
 საკლუბო მუშაობის პერიოდში  კლუბის ბლოგზე  ეტაპობრივად ატვირთავს:  საკლუბო აქტივობების ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალას.

მოსწავლეთა  და  მშობელთა  გამოკითხვები

განაცხადის ფორმის ნიმუში კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის.

1. კლასი      ---------------

2. მოსწავლის  სახელი  და  გვარი ------------------------------------------------


3. რატომ  გსურთ  იყოთ  მკითხველთა  კლუბის  წევრი -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------





No comments:

Post a Comment